CIU-მ Budapest Metropolitan University-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Budapest Metropolitan University-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის აკადემიური და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერას, ასევე საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სამუშაო შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ვიცე-რექტორი, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, რომლებმაც პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორივე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
სხვა სიახლეები
ივნისი 24, 2026
11:00 AM
შეხვედრა CIU-ს სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის
20 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და სტომატოლოგებისთვის აკადემიური და პროფესიული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის, ასევე კომპანია MIS-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ივნისი 23, 2026
02:00 PM
თამარ თაგვაძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამარ თაგვაძის დისერტაციის ქართული ემიგრანტული პრესის სათავეებთან - გაზეთი „საქართველო“ საჯარო დაცვა.
ივნისი 23, 2026
11:00 AM
მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე“.