კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური CIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკაზე, გამოცდილებასა და რეალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებულ პროექტს - „კარიერის სკოლა“.
რა დაგხვდება აქ?
- პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობა;
- ინფორმაციის მიღება აქტიურ ვაკანსიებსა და სტაჟირებებზე;
- რეალურ სამუშაო პროცესზე დაფუძნებული აქტივობები;
- პრაქტიკული სიმულაციები.
სესიების ფინალურ ეტაპზე პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საუკეთესო გუნდებს - გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური საჩუქრები.
სკოლის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
თარიღი: 30 მარტი-3 აპრილი.
პროექტში მონაწილეობისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/dBGHP
რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მარტის ჩათვლით.