CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში

ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
აღნიშნული პროექტი Horizon Europe-ის (Horizon-EIT-2024-NCP-IBA) კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა PRAXI Network, რომელიც წარმოადგენს საბერძნეთის წამყვან ორგანიზაციას ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების მხარდაჭერის სფეროში.
პროექტის კონსორციუმი მოიცავს 24 ორგანიზაციას ევროპის და ევროპის ასოცირებული ქვეყნების შემადგენლობით. აღნიშნულ ორგანიზაციათა შორის არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მხრიდან პროექტის კოორდინატორია CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა ქურდაძე. პროექტი არის 4-წლიანი, კონსორციუმის ჯამური ბიუჯეტი კი 3,248,422.50 ევროა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ბენეფიციართა ტრენინგი, ინსტიტუციური კავშირების განვითარება და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 18, 2025
01:00 PM
მრგვალი მაგიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე პროფესიული შეხვედრა გაიმართა. 16 დეკემბერს „საერთაშორისო მარკეტინგის“ სასწავლო კურსის ფარგლებში ორგანიზებულმა მრგვალმა მაგიდამ - „პროფესიული დისკურსი“ - საერთაშორისო მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები გააერთიანა.
დეკემბერი 18, 2025
11:00 AM
„კონფლიქტების გაშუქება“ - პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის სივრცეში, „CIU პანორამაში“, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს - „კონფლიქტების გაშუქება“ - პრეზენტაცია გაიმართა.
დეკემბერი 18, 2025
09:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.