„ჰორიზონტი ევროპა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში: ახალი შესაძლებლობები აკადემიური პერსონალისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის ევროპული საგრანტო შესაძლებლობებისა და კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების გაცნობას.
აუდიტორიის წინაშე წარდგა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ. სიტყვით გამოსვლისას მათ ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტსა და ეროვნულ ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, შორენა ქურდაძემ ისაუბრა უნივერსიტეტის არსებულ წარმატებულ საგრანტო პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ შემდგომ განვითარებას „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში, რაც კვლევითი პოტენციალის ზრდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
შეხვედრის სამუშაო ნაწილი დაეთმო პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც მოიცავდა: დაფინანსების ზოგად პრინციპებსა და პირობებს; საგრანტო ხელშეკრულებების მოდელების ანალიზს; ბიუჯეტირების სპეციფიკასა და ფინანსურ მართვას.
მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, თეონა მაისურაძემ, ვრცლად ისაუბრა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების მიმართულებაზე, სესიის დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაძლიერების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო როდონაიამ, დამსწრე საზოგადოებას WIDERA-ს (Widening, ERA) 2026 წლის კონკურსები გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
აპრილი 30, 2026
01:00 PM
ტრენინგი - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“.
აპრილი 29, 2026
08:00 AM
ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე Zoom შეხვედრა სტუდენტებთან
იმ პირთა საყურადღებოდ, ვისაც გადახდილი აქვს სწავლის საფასური, მაგრამ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს ირანში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩასვლას და სავიზო მხარდაჭერის მიღებას...
აპრილი 28, 2026
02:00 PM
CIU-ს მასტერკლასები პედაგოგებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა და CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ ზუგდიდში, ბათუმსა და ქობულეთში კერძო და საჯაროს სკოლების პედაგოგებისთვის მასტერკლასები გამართეს.




