• dateივლისი 10, 2025
    time07:15 AM

    ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის ვიცეპრეზიდენტის მასტერკლასი CIU-ში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    8 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლამ გამართა მასტერკლასი სახელწოდებით - „Saperavi & Qvevri Glass Experience | The Shape Matters!“.


    მასტერკლასში მონაწილეობდნენ აკადემიური/ადმინსტრაციული პერსონალი, სტუდენტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ღვინის გემოვნური თვისებებისა და პროფესიული დეგუსტაციის პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.


    მასტერკლასს უძღვებოდა ავსტრიული პრემიალური ჭიქების მწარმოებელი კომპანიის RIEDEL-ის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე ზორინი. 


    მასტერკლასის მსვლელობისას მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ RIEDEL-ის საოჯახო ისტორიას, რომელიც უკავშირდება ღვინის ჭიქების დიზაინის ინოვაციურ განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჭიქის ფორმა ღვინის არომატსა და გემოზე. მსმენელები გაეცნენ RIEDEL-ის სპეციალურად ქვევრის თეთრი ღვინისა და საფერავისთვის შექმნილ ჭიქებს, რომლებიც შექმნილია RIEDEL-ისა და შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად და მათი ფორმა ზუსტადაა მორგებული ღვინის არომატული სპექტრის მაქსიმალურ გამოვლენაზე.


    მონაწილეებმა დეგუსტაციაზე აღნიშნული ჭიქებით დააგემოვნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ქვევრის თეთრი ღვინო, ასევე საფერავი, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მონაწილეს თავად შეეგრძნო ჭიქის ფორმის გავლენა ღვინის აღქმაზე.


    მასტერკლასს ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი, რომელმაც ღონისძიებაზე საილუსტრაციოდ „ეთნო ოკამის“ ღვინის დეგუსტაცია ჩაატარა. 


    ღონისძიება შალვა ხეცურიანის სომელიეს სკოლის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
     

    სხვა სიახლეები