მიღება პროფესიულ პროგრამებზე

თუ ფიქრობ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე, ახალი პროფესიის დაუფლებასა ან კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე, ახლა ამისთვის კარგი დროა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში იწყება რეგისტრაცია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ მოკლევადიან პროგრამებზე, რომლებიც დაფინანსებულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია: 22-29 სექტემბერი, 2026
პროგრამები შექმნილია პრაქტიკული ცოდნისა და მოთხოვნადი უნარების გასავითარებლად. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება:
- მევენახეობის სპეციალისტი
- მეღვინე-ტექნიკოსი
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
- ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა
პროგრამების დასრულების შემდეგ მიიღებ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
როგორ დარეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის ეწვიე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს თბილისში ან შენთვის სასურველ რეგიონში.
თბილისში რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
- მიხეილ ასათიანის ქ. N9
- დავით სარაჯიშვილის გამზირი N1
- მოსკოვის გამზირი N25
- ადამ მიცკევიცის ქ. N23
სამუშაო საათები: 10:00-17:00
აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ადგილები შეზღუდულია - ნუ გადადებ რეგისტრაციას!
შენი პროფესიული განვითარება შეიძლება სწორედ ერთი გადაწყვეტილებით დაიწყოს.
აირჩიე მიმართულება, მიიღე ახალი ცოდნა და შექმენი ახალი შესაძლებლობები საკუთარი კარიერისთვის.
პროგრამების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/fuUxG
საკონტაქტო პირები:
თეა ოსეფაშვილი, დირექტორი (ტელ: 599 970 277)
ელენე სოსელია, სპეციალისტი (ტელ: 597 006 491)
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“