მიღება თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამაზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში
მისაღები ადგილების რაოდენობა: 2;
საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით. სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირები: ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776.
კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება 3 თებერვალს, 15:00 საათზე;
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.