CIU-ში სემინარი “Skills Incubator“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ პლატფორმაზე გაიმართა სემინარი - “Skills Incubator“, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ ტრანსფორმაციებსა და მომავლის პროფესიულ გამოწვევებს მიეძღვნა. 25 დეკემბრის შეხვედრის მთავარ მიზანს სტუდენტებისთვის იმ ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა, რომელიც ციფრული ევოლუციის პირობებში კარიერულ მდგრადობას უზრუნველყოფს.
სემინარზე დეტალურად განიხილეს, თუ როგორ ცვლის ციფრული ტრანსფორმაცია კარიერულ არჩევანსა და დასაქმების ტრადიციულ ფორმებს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თანამედროვე თაობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული ვაკანსიების ძიებით; ნაცვლად ამისა, ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან საკუთარი პროფესიული გზის შექმნასა და სამეწარმეო ინიციატივებზე.
დისკუსიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს შეეხო. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტექნოლოგიური პროგრესის ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში ისე, რომ AI-მ არა პროფესიონალის ჩანაცვლება, არამედ მისი პოტენციალის გაძლიერება და განვითარების ხელშეწყობა უზრუნველყოს.
სემინარს უძღვებოდა ია ნადირაშვილი - CIU-ს ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, რითეილ ექსპერტი და „BeWise Georgia“-ს მმართველი პარტნიორი. მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა ბიზნესის განვითარების იმ სტრატეგიულ უნარებზე, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის პროფესიონალისთვის.
ღონისძიება კროსფაკულტეტური ჩართულობით განხორციელდა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 29, 2025
01:30 PM
CIU-ს სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია, მან 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში კი თორნიკე ფოლადაშვილი დაამარცხა და ქვეყნის პირველობაზე გამარჯვება იზეიმა.
დეკემბერი 29, 2025
01:00 PM
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში FC CIU-ს ხუთი ფეხბურთელი ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში FC CIU-ს 5 ფეხბურთელი ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე და ალი ასლანი დაიცავენ.
დეკემბერი 29, 2025
12:30 PM
ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)
26 დეკემბერს მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი შედგა. საგნის „შემაჯამებელი კლინიკური უნარების“ ფარგლებში, მომავალმა მედიკოსებმა 12-სადგურიანი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“ (OSCE) ჩააბარეს. ეს ფორმატი სტუდენტებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში მყისიერად გამოყენებას მოითხოვდა.