CIU-ში თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა საჯარო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან
26 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა საჯარო შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან თემაზე: „ორგანიზებული დანაშაული, არსებული კანონმდებლობა, მიღწევები და გამოწვევები“.
საჯარო ლექციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი და ამავე რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიკა ტყაბლაძე.
სპიკერებმა მიმოიხილეს საქართველოს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ. განიხილეს ქურდული სამყაროს შექმნისა და შემდგომი განვითარების ისტორია, არსებული სტატისტიკური მონაცემები და საზოგადოების დამოკიდებულება საკითხის მიმართ.
ლექციის ფარგლებში სპიკერებმა აუდიტორიისთვის საკითხის ირგვლივ სადისკუსიო საკითხები შემოიტანეს, ასევე უპასუხეს სტუდენტების კითხვებსაც.
საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა. აუდიტორიას ასევე მიესალმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე, დავით ხვედელიძე.
ლექციას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.