• dateიანვარი 11, 2017
    time08:00 AM

    სპექტაკლი - უცნობი ქალის წერილები - ათონელის თეატრში

    banner

    12 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის “ღვინის თეატრი“ - შტეფან ცვაიგის ნოველის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „უცნობი ქალის წერილები“ - ათონელის თეატრის მაყურებლის წინაშე წარდგა.

    სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, რეჟისორი და კსუ-ს ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია გახლავთ.

    სპექტაკლისთვის ,,ღვინის თეატრის“  მსახიობები 3 თვის მანძილზე ემზადებოდნენ.  

    აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა და რამდენიმე მსახიობის დებიუტი ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ პროექტში - ,,ნიღაბი 2016“ შედგა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი ანი ბობოხიძე - ასოციაცია ASTA-ს რჩეულის გახდა.
    ათონელის სცენაზე ,,ღვინის თეატრმა“ უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორე სპექტაკლი წარმოადგინა. 

    სხვა სიახლეები