• dateსექტემბერი 24, 2025
    time11:45 AM

    CIU 2025 წლის Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების კონკურსის (CBHE) გამარჯვებულია

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გაიმარჯვა, როგორც კონსორციუმის წევრი პროექტში „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE).

    პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, კვლევის ხარისხის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინსტიტუციური პრაქტიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ინოვაციური სასწავლო მოდულები, ახალი აკადემიური კურსები და კვლევის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს კვლევასა და განათლებას შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას. პროექტი აერთიანებს ექვს ქართულ და ორ ევროპულ უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმის“ კოორდინაციით. პროექტის სრული დაფინანსება მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს შეადგენს.

    ERIC-GE-ს ფარგლებში, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი კოორდინაციას გაუწევს უნივერსიტეტის ჩართულობას, პროექტის აქტივობებში ეფექტიან მონაწილეობას, საერთაშორისო თანამშრომლობას და ინფორმაციის გავრცელებას.

    CIU აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას Erasmus+-ის კონკურსებში და კვლავაც აქტიურაედ მუშაობს მომავალ ინიციატივებში ჩართულობის გაფართოებისკენ. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გაძლიერებით, უნივერსიტეტი ცდილობს გააფართოვოს შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს უმაღლესი განათლების გლობალურ განვითარებაში.

    აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობით, CIU კიდევ ერთხელ ხაზს უსვმევს  ინტერნაციონალიზაციის განვითარების სტრატეგიას, რაც ხელს უწყობს აკადემიურ და კვლევით განვითარებას და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

    სხვა საერთაშორისო სიახლეები