2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსქუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მედიცინის, სტომატოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 5
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 19 ივნისი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები უსქუდარის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს სტუდენტი.