• dateმაისი 25, 2026
    time09:00 AM

    ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“

    banner

    25 მაისი / 13:00 / აუდიტორია 304

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“

    სპიკერი: თამარ ჯანიაშვილი - ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წევრი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სტუდია „Happy Place“-ის დამფუძნებელი

    ვორქშოფის მთავარი მიზანია სტუდენტებში მენტალური კეთილდღეობის ამაღლება და ემოციური თვითრეგულაციის უნარების განვითარება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური წარმატებისთვის, ისე პერსონალური ზრდისთვის.

    შეხვედრის ფარგლებში, თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, სპიკერი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს პრაქტიკულ ინტერაქციაზე. სტუდენტები ჩაერთვებიან სპეციალურ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში, რომლებიც დაეხმარება მათ:

    • სტრესის მართვის მექანიზმების ათვისებაში
    • საკუთარი და სხვების ემოციების უკეთ ამოცნობაში
    • ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში

    აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს სტუდენტების ფსიქოლოგიური მდგრადობის გაძლიერებასა და თანამედროვე, დინამიურ სამუშაო გარემოში ადაპტაციისთვის მომზადებას.

    სხვა განცხადებები