საჯარო ლექცია: „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“

27 მაისი / 14:00 საათი / აუდიტორია 401
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“
ლექციას გაუძღვება ნანა ლობჯანიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, PMP® სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციების, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორი.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:
როგორია პროექტების მენეჯერის რეალური ყოველდღიურობა;
ყველაზე გავრცელებული მითები და პროფესიის რეალური მხარე;
რა უნარები გჭირდება, თუ ამ სფეროში საკუთარ თავს ხედავ;
როგორ იწყება კარიერული გზა უნივერსიტეტიდან და პირველი ნაბიჯებიდან;
სპიკერის პირადი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები სტუდენტებისთვის.
ლექცია განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროექტების მენეჯმენტით, კარიერული განვითარებითა და პროფესიული შესაძლებლობებით.
სხვა განცხადებები
ივნისი 02, 2026
11:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე: „მედიაწიგნიერება“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „მედიაწიგნიერება“;
მაისი 29, 2026
12:00 PM
„ცოცხალი ტექსტები“ ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოთეკა
29 მაისს, 16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (III კორპუსი) ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართება.
მაისი 25, 2026
09:00 AM
ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“