• dateმაისი 29, 2026
    time12:00 PM

    „ცოცხალი ტექსტები“ ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოთეკა

    banner

    29 მაისს, 16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (III კორპუსი) ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართება.

    სამი ნაწილისგან შემდგარი ვიდეოთეკა ქართული ლიტერატურის ძველ (V-XVIII საუკუნე), ახალ (XIX საუკუნე) და უახლეს (XX საუკუნე) პერიოდს აერთიანებს. თითოეულ მონაკვეთში აქტუალურობის მიხედვით, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი მასალები სავსებით შესაბამისობაშია ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო პროგრამებთან.

    პროექტის ფარგლებში ქართველი მწერლების შემოქმედებას დარგის სპეციალისტები, ლიტერატორები, ტექსტოლოგები და პუბლიცისტები კითხულობენ. სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოების აუდიოვიზუალური წარმოდგენა, პროფესიონალური ხედვა და ტექსტის გააზრების ახალი მეთოდი ქართული კლასიკური ლიტერატურის მრავალფეროვნებასა და იდეურ-მხატვრულ ღირებულებას თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

    პროექტი ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისათვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გადააზრებას ისახავს მიზნად.

    „ცოცხალი ტექსტები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.



    პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: 

    ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:

    თამარ პაიჭაძე

    პროექტის ხელმძღვანელი:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი: 

    ნინო მინდიაშვილი

    პროექტის პროდიუსერი:

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, 

    მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი:

    ნინო ჭალაგანიძე

    სხვა განცხადებები