შეხვედრა თემაზე: „როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“

28 ნოემბერი, 13:00 საათი, აუდიტორია 401;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“;
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ კომპანია PIPLIA მიზნებსა და ძირითად საქმიანობას; გაიგონ მეტი HR აუთსორსინგის თანამედროვე ტენდენციებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ; მიიღონ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე სტაჟირებებისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ;
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება კომპანია PIPLIA-ს საქმიანობაზე თემატური კითხვარი, სადაც მონაწილეები HR აუთსორსინგის სფეროს შესახებ საკუთარ ცოდნას გამოცდიან;
საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით;
სპიკერი: მარიამ დემურაშვილი — შპს PIPLIA - HR Outsourcing Company-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
ღონისძიების ორგანიზატორები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური; CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
სხვა განცხადებები
დეკემბერი 08, 2025
11:00 AM
პანელური დისკუსია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“.
დეკემბერი 05, 2025
09:00 AM
მასტერკლასი თემაზე: „ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას“
5 დეკემბერი, 13:00 საათი, აუდიტორია 101. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასი თემაზე: "ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას";
დეკემბერი 04, 2025
11:00 AM
საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“;