პანელური დისკუსია

8 დეკემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია 304
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“.
დისკუსიას გაუძღვება თეა კასრაძე, ბიზნესისა დატექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
დისკუსიის ფარგლებში საუბარი იქნება მწვანე ფინანსების მნიშვნელოვან როლზე მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების გადაჭრაში.
წამყვანი მონაწილეებს გააცნობს კავკასიის რეგიონის და თურქეთის მაგალითზე (2019-2023 წწ) ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც 2025 წლის 1 ივლისს წარდგენილი იქნა თურქეთის ქალაქ იზმირში იაშარის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ „მდგრადი, ცირკულარული მენეჯმენტისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (ISCMEE 2025). ნაშრომის ორიგინალურმა, არსებული კვლევებისაგან განსხვავებულმა, შედეგებმა კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრების მხრიდან დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
სხვა განცხადებები
დეკემბერი 05, 2025
09:00 AM
მასტერკლასი თემაზე: „ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას“
5 დეკემბერი, 13:00 საათი, აუდიტორია 101. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასი თემაზე: "ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას";
დეკემბერი 04, 2025
11:00 AM
საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო ეთიკა და ეფექტური კომუნიკაცია“;
ნოემბერი 28, 2025
12:00 PM
ელექტრონიზაცია: გელის ფუნქციური შეძებების პირველი ნაბიჯები
28 ნოემბერს, 16:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოპი თემაზე: „ელექტროკარდიოგრაფია: გულის ფუნქციური შეფასების პირველი ნაბიჯები“’