• dateდეკემბერი 05, 2025
    time09:00 AM

    მასტერკლასი თემაზე: „ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას“

    banner

    5 დეკემბერი, 13:00 საათი, აუდიტორია 101

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასი თემაზე: "ბრენდი, რომელიც შენშია: თვითპრეზენტაციის მნიშვნელობა გასაუბრებისას";

    სპიკერი: ნატა კოტარია - Match UP Consulting-ის დამფუძნებელი, დირექტორი, HR და კარიერული კონსულტანტი.

    შეხვედრის მიზნები:

    სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული და აკადემიური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ საკუთარი პროფესიული ბრენდი: სტუდენტები გააცნობიერებენ საკუთარ უნიკალურ ღირებულებას, იმ უნარებსა და პიროვნული მახასიათებლებს, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანებს გახდის შრომის ბაზარზე;

    დაეუფლონ ეფექტური თვითპრეზენტაციის ტექნიკას: მონაწილეები გაერკვევიან იმ მიდგომებში, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დახვეწილად, თანამიმდევრულად და დამაჯერებლად წარმოადგინონ საკუთარი თავი, რათა დატოვონ ძლიერი და პოზიტიური შთაბეჭდილება პოტენციურ დამსაქმებელზე;

    გააუმჯობესონ გასაუბრების შედეგები: აღიჭურვონ იმ სტრატეგიებითა და მიდგომებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის მათ შანსს, წარმატებით გაიარონ შერჩევის ეტაპი და მიიღონ სასურველი სამუშაო ადგილი.

    სხვა განცხადებები