საჯარო შეხვედრა - „სუროგაცია მითების გარეშე: ეთიკა, კანონი და პრაქტიკა“

12 ივნისი / 13:00 საათი / აუდიტორია 305
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე:
„სუროგაცია მითების გარეშე: ეთიკა, კანონი და პრაქტიკა“
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება კინოფილმის „ცხრათვიანი კონტრაქტი“ ჩვენება და დისკუსია.
დისკუსიის სპიკერები:
• რუსუდან კვარაცხელია - კინომცოდნე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
• ქეთევან ვაშაგაშვილი - ფილმის რეჟისორი;
• მაგდა თორთლაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
• გურამ ღვინჯილია - სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
დასწრება თავისუფალია!
სხვა განცხადებები
სექტემბერი 26, 2026
08:00 AM
CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ივლისი 15, 2026
11:00 AM
პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია
15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მორიგი ერთობლივი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია.
ივლისი 03, 2026
08:00 AM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;