• dateივნისი 06, 2022
    time04:00 PM

    საინფორმაციო შეხვედრა „პსპ“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთან

    CIU-ს ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისთვის, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „პსპ“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთან;

    სპიკერი, პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების უფროსი ეკა ყიფშიძე სტუდენტებს გააცნობს „პსპ“-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საკადრო პოლიტიკას, დასაქმების პერსპექტივებსა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას;

    შეხვედრის მსვლელობისას „პსპ“-ს წარმომადგენლები სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ;

    ღონისძიება გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დასწრებული ფორმატით.

    შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 5 ივნისამდე: https://forms.gle/jEE2zAei1cj33sTcA

    სხვა განცხადებები