• dateაპრილი 30, 2026
    time09:00 AM

    ტრენინგი: EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება

    banner

    30 აპრილი / 13:00 საათი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“.

    სპიკერი: მაია მეტრეველი - EBSCO-ს წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია Innovative Educational Connections პროექტების მენეჯერი, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სპეციალისტი.

    შეხვედრის მიზანია მონაწილეებისთვის EBSCO-ს ელექტრონული რესურსების გაცნობა და მათი ეფექტურად გამოყენების პრაქტიკული უნარების განვითარება.

    მონაწილეები შეისწავლიან აკადემიური ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებს, საძიებო სისტემების ოპტიმალურად გამოყენების ტექნიკებს, ასევე გაეცნობიან სამეცნიერო მასალების შერჩევისა და ციტირების ძირითად პრინციპებს.

    ღონისძიება განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვლევითი პროცესის გაუმჯობესებით და საერთაშორისო აკადემიური ბაზების სრულფასოვანი გამოყენებით.

    ტრენინგი ხელს შეუწყობს მონაწილეთა ინფორმაციული კომპეტენციების განვითარებასა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების გაძლიერებას.

    სხვა განცხადებები