საჯარო შეხვედრა თემაზე: „მედიაწიგნიერება“

2 ივნისი / 15:00 / ბიბლიოთეკა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „მედიაწიგნიერება“;
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება თანამედროვე ციფრული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი - გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, როგორც შესაძლებლობა და გამოწვევა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ასევე, ყურადღება დაეთმობა ინფორმაციის სანდოობის შეფასებას, ხელოვნური ინტელექტის როლს ცოდნის შექმნისა და გავრცელების პროცესში, ასევე, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში.
სპიკერი: ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალური მეცნიერებების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი;
თემა: „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების შესაძლებლობა თუ საფრთხე“;
სპიკერი: თამარ ქავთარაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
თემა: „სიმართლე ციფრულ ეპოქაში: სანდო წყაროები, AI და აკადემიური კეთილსინდისიერება“.
დასწრება თავისუფალია!
სხვა განცხადებები
მაისი 29, 2026
12:00 PM
„ცოცხალი ტექსტები“ ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოთეკა
29 მაისს, 16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (III კორპუსი) ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართება.
მაისი 27, 2026
10:00 AM
საჯარო ლექცია: „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“
მაისი 25, 2026
09:00 AM
ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვორქშოფი თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“