• dateივლისი 26, 2026
    time09:00 PM

    პროგრამა/ტრენინგი: „რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის თანამედროვე პრინციპები სამედიცინო პრაქტიკაში“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) პროგრამა/ტრენინგი თემაზე: „რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის თანამედროვე პრინციპები სამედიცინო პრაქტიკაში“.

    🎯 პროგრამას მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა.

    პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების სერტიფიცირებული ექიმებისთვის:

    ✔ შინაგანი მედიცინა

    ✔ ზოგადი ქირურგია

    ✔ თერაპიული სტომატოლოგია

    ✔ ყბა-სახის ქირურგია

    ✔ ინფექციური სნეულებები

    📍 ტრენინგის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხილული იქნება თანამედროვე, მტკიცებულებებზე (Evidence-Based Medicine) და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ძირითადი პრინციპები. მონაწილეები გაეცნობიან ანტიმიკრობული თერაპიის უახლეს რეკომენდაციებს, კლინიკურ მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში.

    🎓 პროგრამის ხელმძღვანელი:

    ანზორ გოგიბერიძე - თერაპევტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

    👩‍⚕️👨‍⚕️ მონაწილეობა შეუძლიათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს - შესაბამისი სპეციალობების ლიცენზირებულ ექიმებს.

    📚 პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, როგორც უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) აქტივობა.

    👉 იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/XshAI

    📞 დამატებითი ინფორმაციისთვის - 577530133

    📩 medicaltraining@ciu.edu.ge

    სხვა განცხადებები