მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე

29 იანვარი, 12:00 სთ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აცხადებს ღია კარის დღეს მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამაზე.
შეხვედრის ფარგლებში მსმენელები პროგრამის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას ფაკულტეტის შესახებ, მათ შორის აღსანიშნავია: მარანი კოლხი, მიკროვინიფიკაციის, მიკრობიოლოგიის, ენოქიმიისა და მევენახეობის ლაბორატორიები.
სადოქტორო საფეხურზე ჩაბარების მსურველები მიიღებენ ინფორმაციას როგორც პროგრამაზე, ისე სწავლებისა და მიღების წინაპირობებზე.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Lzs7bAhrTuYbaxjy9
მისამართი: ურეკის ქ. N2 (თბილისი), CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსი;
შეხვედრის აუდიტორია: დავით სარაჯიშვილის სახელობის საკონფერენციო სივრცე (N206).
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ფაკულტეტის კოორდინატორ ლაშა ბოდაველს შემდეგ ელფოსტაზე: lasha.bodaveli@ciu.edu.ge
სხვა განცხადებები
ნოემბერი 09, 2026
07:00 AM
დასაქმების ფორუმი 2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 9 ნოემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი.
ოქტომბერი 23, 2026
10:00 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს!
Medibridge Global-ის ორგანიზებითა და CIU-ს მხარდაჭერით, 23, 24 და 25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ინოვაციური რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი.
ოქტომბერი 20, 2026
07:00 AM
გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა CIU-ში
20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოიეში 11:00-დან 16:00 საათამდე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.