• dateაპრილი 27, 2026
    time09:00 AM

    შეხვედრა „ჰარი პოტერის“ მთარგმნელ მანანა ანთაძესთან

    banner

    27 აპრილი / 13:00 / აუდიტორია 305;

    შეხვედრა „ჰარი პოტერის“ მთარგმნელ მანანა ანთაძესთან;

    მანანა ანთაძე არის თანამედროვე ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა - პროფესიონალი მთარგმნელი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბოლო ნახევარი საუკუნის ქართული სცენა. მანანა ანთაძეს აქვს 50 წელზე მეტი პროფესიული მთარგმნელობითი გამოცდილება. ის არის ადამიანი, რომელმაც ქართველი მაყურებლისთვის „გააქართულა“ მსოფლიო დრამატურგიის შედევრები. მისი თარგმანები გამოირჩევა არა მხოლოდ სიზუსტით, არამედ განსაკუთრებული სასცენო ენით, რაც მსახიობისთვის ტექსტს ცოცხალსა და ორგანულს ხდის. ის არის ათობით საკულტო სპექტაკლის ტექსტის ავტორი და მთარგმნელი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი გენიალური დადგმების ქართული ვერსიები, როგორიცაა: შექსპირის „მაკბეთი“ და „მეფე ლირი“, მოლიერის „დონ ჟუანი“, ტენესი უილიამსის „ტრამვაი - სურვილი“ და სხვა.

    მანანა ანთაძის კალამს ეკუთვნის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" თარგმანი საავტორო უფლებით პირადად J. K Rowling-სგან.

    დასწრება თავისუფალია!

    სხვა განცხადებები