• dateსექტემბერი 24, 2026
    time10:00 AM

    შეხვედრა: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“

    banner

    24 სექტემბერი / 14:00 საათი / აუდიტორია 101

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“. 

    სპიკერი: სალომე სულაბერიძე - Career Consultant & Job Search Strategist; Carrera Agency-ის დამფუძნებელი და CEO; Executive Recruitment | LinkedIn Personal Branding & Career Positioning Expert. 

    აღსანიშნავია, რომ სალომე სულაბერიძე Favikon-ის 2025–2026 წლების რეიტინგის მიხედვით, LinkedIn-ზე საქართველოში პირველ Career Coach-ად არის დასახელებული. 

    შეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მზაობის გაძლიერება და დასაქმების პროცესისადმი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება. მონაწილეები გაეცნობიან სამუშაოს ძიების ეფექტურ სტრატეგიებს, საკუთარი შესაძლებლობებისა და პროფესიული რესურსების სწორად წარმოჩენის გზებს, ასევე სტაჟირების, პირველი სამსახურისა და საერთაშორისო შესაძლებლობების მოძიების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. შეხვედრა ასევე მოიცავს პრეზენტაციას, ინტერაქციულ ვორქშოფსა და კითხვა-პასუხის სესიას, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას კარიერული განვითარების დასაწყებად.

    ღონისძიება განკუთვნილია უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული თვითრეალიზაციის, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის საკითხებით.

    სხვა განცხადებები