• dateივნისი 11, 2026
    time08:00 AM

    კონფერენცია - „ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“

    banner

    11 ივნისი / 12:00 საათი / აუდიტორია 305

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრ „LOGOS“-ის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს სტუდენტურ კონფერენციას - „ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“.

    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი. მოხსენებები შეეხება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების სხვადასხვა პერიოდს და წარმოაჩენს ქრისტიანობის როლს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, კულტურის, განათლების, ხუროთმოძღვრების, მეცნიერების, მედიცინისა და სხვა სფეროების გაძლიერებასა და გადარჩენაში.

    კონფერენცია ჩატარდება 3 სექციაში და გათვალისწინებულია 1 შესვენება. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სერტიფიკატი.

    იხილეთ პროგრამა

    სხვა განცხადებები