საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა CIU-ში

19 ივნისი / 14:00 საათი / 101 აუდიტორია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერები ჯანმრთელობისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
ია გორგილაძე - ექიმი პედიატრი, ფიზიოთერაპევტი, ატლასსპეციალისტი, ნუტრიციოლოგი
თემა: ატლასის როლი ბიომექანიკაში და პაციენტის ნუტრიციოლოგიური მხარდაჭერა
თამარ ხარაიშვილი - ოჯახის ექიმი, „კლინიკა კურაციოს“ წარმომადგენელი, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი
თემა: კრონის დაავადება და პირის ღრუს ჯანმრთელობა
დასწრება თავისუფალია.
სხვა განცხადებები
სექტემბერი 26, 2026
08:00 AM
CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ივლისი 15, 2026
11:00 AM
პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია
15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მორიგი ერთობლივი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია.
ივლისი 03, 2026
08:00 AM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;