საინფორმაციო შეხვედრა „პსპ“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთან

CIU-ს ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისთვის, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „პსპ“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთან;
სპიკერი, პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების უფროსი ეკა ყიფშიძე სტუდენტებს გააცნობს „პსპ“-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საკადრო პოლიტიკას, დასაქმების პერსპექტივებსა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას;
შეხვედრის მსვლელობისას „პსპ“-ს წარმომადგენლები სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ;
ღონისძიება გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დასწრებული ფორმატით.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 5 ივნისამდე: https://forms.gle/jEE2zAei1cj33sTcA
სხვა განცხადებები
აპრილი 30, 2026
10:00 AM
ღია კარის დღე
☑️ ფაკულტეტებისა და სასწავლო პროგრამების დეტალურ გაცნობას; ☑️ უშუალო შეხვედრებს ფაკულტეტების დეკანებთან; ☑️ კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებას; ☑️ სტუდენტური ცხოვრებისა და ჩვენი უნივერსიტეტის გარემოს გაცნობას.
აპრილი 30, 2026
09:00 AM
ტრენინგი: EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე - „EBSCO-ს ელექტრონული ბაზების ეფექტური გამოყენება, 2025-2026 წლის ძირითადი სიახლეები“.
აპრილი 27, 2026
09:00 AM
შეხვედრა „ჰარი პოტერის“ მთარგმნელ მანანა ანთაძესთან
შეხვედრა „ჰარი პოტერის“ მთარგმნელ მანანა ანთაძესთან;