გაცვლითი პროგრამა უსქუდარის უნივერსიტეტში (თურქეთი)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსქუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს მედიცინის, სტომატოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილი: 5
ფინანსური პირობები: პროექტის ფარგლებში სტუდენტები უსქუდარის უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს სტუდენტი.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
➤ პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
➤ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
➤ ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
➤ სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
➤ CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედრა:
➤ სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
➤ გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
➤ მოტივაცია
➤ აკადემიური მოსწრება
➤ ენობრივი კომპეტენცია
გისურვებთ წარმატებებს!
სხვა განცხადებები
ივნისი 19, 2026
08:00 PM
იმიტირებული გამოცდები CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა ეროვნულ გამოცდებამდე გამოსცადონ და იმიტირებულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.
ივნისი 19, 2026
10:00 AM
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერები ჯანმრთელობისა და მედიცინის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
პროგრამა „STUDENT LAB“ პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება საჯარო შეხვედა. ღონისძიება ეძღვნება სტუმარ-მასპინძლობის დინამიკურ ინდუსტრიას, რომელიც ახალგაზრდა ტალანტებს განვითარების უნიკალურ პერსპექტივებს სთავაზობს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, რეალურ სამუშაო გარემოსა და იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ამ სფეროში წარმატების მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს.