• dateნოემბერი 25, 2025
    time08:30 AM

    გაცვლითი პროგრამა უსქუდარის უნივერსიტეტში (თურქეთი)

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსქუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს მედიცინის, სტომატოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

    საკონკურსო ადგილი: 5

    ფინანსური პირობები: პროექტის ფარგლებში სტუდენტები უსქუდარის უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს სტუდენტი.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

             ➤     პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
             ➤     ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
             ➤     ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
             ➤     სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
             ➤     CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედრა:

             ➤     სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
             ➤     გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

             ➤     მოტივაცია
             ➤     აკადემიური მოსწრება
             ➤     ენობრივი კომპეტენცია

    გისურვებთ წარმატებებს!

    სხვა განცხადებები