• dateნოემბერი 09, 2026
    time07:00 AM

    დასაქმების ფორუმი 2026

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 9 ნოემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი.

    ღონისძიება უნიკალური პლატფორმაა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ისინი უშუალოდ შეხვდებიან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

    ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ:

    • დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი დამსაქმებლებთან;
    • გაეცნონ მიმდინარე ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
    • მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაცია კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებაზე.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიულ მხარდაჭერასა და შრომის ბაზარზე მათ წარმატებულ ინტეგრაციას.

    გადადგით ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ - შეხვდით თქვენს მომავალ დამსაქმებელს CIU-ში!

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, გურამ ლილუაშვილს 557-783-930

    სხვა განცხადებები