12 მარტი / 15:00 / აუდიტორია 405;
ღია კარის დღე CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;
გაინტერესებთ სტარტაპები, ბიზნესი ან საკუთარი იდეის განვითარება?
მაშინ გელოდებით „ბიზნეს ინკუბატორის“ საინფორმაციო შეხვედრაზე და გაიგეთ:
- რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ინკუბატორი;
- როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მენტორინგი, ქოუჩინგი და მხარდაჭერა თქვენი იდეისთვის.
არ არის აუცილებელი უკვე გქონდეთ ბიზნეს იდეა!
თუ უბრალოდ გაინტერესებთ სტარტაპები, ინოვაცია და შესაძლებლობები, ეს შეხვედრა თქვენთვისაა!
შეხვედრას გაუძღვება - ია ნადირაშვილი, „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ტრენერი.
მობრძანდით, გაიცანით „ბიზნეს ინკუბატორის“ შესაძლებლობები და აღმოაჩინეთ თქვენი მომავალი იდეა!