საჯარო შეხვედრა: თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?

16 მარტი / 13:00 / აუდიტორია 401
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
სპიკერები: ელენე დიღმელაშვილი - ტრანსფორმაციის ქოუჩი; მაია ფალაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის ექსპერტი.
შეხვედრა დაეთმობა შრომითი ბაზრის თანამედროვე გამოწვევებსა და მომავლის პროფესიებს. მონაწილეები გაანალიზებენ ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას დასაქმების დინამიკაზე, გამოკვეთენ მოთხოვნად სფეროებს და შეიმუშავებენ სტრატეგიებს პროფესიული კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. შეხვედრის მიზანია, ხაზი გაუსვას ადამიანური კაპიტალის გადამწყვეტ როლს თანამედროვე, ტექნოლოგიურ გარემოში.
სხვა განცხადებები
მარტი 17, 2026
09:00 AM
შეხვედრა დავით კენჭაძესთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა ბიზნეს ლიდერსა და მენეჯმენტის ექსპერტ დავით კენჭაძესთან.
მარტი 12, 2026
11:00 AM
„ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე
ღია კარის დღე CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;
მარტი 10, 2026
11:00 AM
საჯარო შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაგვიზიარებენ თავიანთ საერთაშორისო გამოცდილებას.