რექტორი
კახაბერ კორძაია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


ცოდნა ძალაა; ის ძალა, რომელიც გვაიძულებს, არასდროს დავნებდეთ, არასდროს ვთქვათ უარი საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაზე. ცოდნა მომავლისაკენ გადებული ყველაზე საიმედო ხიდია - ის არ ღალატობს თავის ერთგულ მგზავრებს! მეცნიერება კარგად ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე - კარგად ორგანიზებული ცხოვრებაო, _ უთქვამთ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტსაც ეს წარმოადგენს: დავეხმაროთ სტუდენტებს არა მარტო კარგად ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი!
დაიწყეთ მომავლის შენება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად! იყავით ძლიერები! იგრძენით ჩვენთან ერთად წარმატების ძალა, ისწავლეთ წინააღმდეგობებთან გამკლავება და საკუთარი მიზნებისათვის ბრძოლა, რათა თქვენი ცოდნა იქცეს იმ დაუძლეველ ენერგიად, რომელიც გაიძულებთ, ყოველთვის წინ გაიხედოთ და, ამავე დროს, დარჩეთ ღირსეულ და სწორ ზნეობრივ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ ადამიანებად.
ძვირფასო ახალგაზრდებო, იპოვეთ საკუთარი თავი და იგრძენით ცოდნის ძალა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად!
გელოდებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
შეხვედრამდე!

პერსონალის ინფორმაცია:
ელფოსტა
korka@ciu.edu.ge; rector@ciu.edu.ge;
დაბადების ადგილი:
თბილისი, საქართველო
Ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და ორი შვილი
განათლება
2001-2004
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე;
1982-1987
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;
1979-1982
თბილისის ვ. მ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი;
სამეცნიერო ხარისხი:
01.1998 მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
8 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
ენები
ქართული (მშობლიური)
ინგლისური (თავისუფლად)
რუსული (თავისუფლად)
იაპონური (კარგად)
Სამუშაო გამოცდილება:
03. 2007 - 2009, 2011 - დღემდე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
07. 2005 - დღემდე
გამგეობის თავჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "დისტანციური განათლების საქართველოს ეროვნული ასოციაცია";
09. 2005 - 04. 2006 წ
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
03. 2005 – 09. 2005
03.2005-09.2005 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრირებისა და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
09. 2004 – 03. 2005
პროექტის მენეჯერი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი ‘’ლიბერალური ხელოვნების ინსტიტუტის დაარსება თბილისში’’;
05.2002-03.2005
გენერალური დირექტორი, ბალნეოლოგიური კურორტი შ.პ.ს. ‘’ნუნისი’’;
06. 1999 – 05. 2002
გენერალური მენეჯერი, ქართულ-იაპონური კომპანია ‘’საქართველოს ინვესტიციების მართვისა და კონსალტინგის კორპორაცია’’;
01.1999 – 06.2002
ფინანსური დირექტორი, ფარმაცევტული საწარმო ს.ს.’’ GPG’’;
03.1993 – 11.1998
მეცნიერ-მკვლევარი, კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, იაპონიის განათლების სამინისტროს სტიპენდიანტი;
08.1987 – 03. 1993
მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;
მეგი ჯომიდავა:
რექტორის თანაშემწე