ნინო ჭალაგანიძე
აკადემიური პროცესის მიმართულებით კანცლერის მრჩეველი
მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა:
ninochalaganidze@ciu.edu.ge
ჯილდოები/პრემიები:
2020 წ.
სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართული ჟურნალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი;
2019 წ.
საქართველოს ოქროს რეიტინგში წლის ლიდერი მულტიმედიის წარმოებასა და მართვაში, შპს საქართველოს ნაციონალური ბიზნესის რეიტინგი.
პუბლიკაციები:
10 წიგნისა (სახელმძღვანელო, მონოგრაფია) და 41 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი (2008-2021).
პრაქტიკული საქმიანობა:
ათამდე სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო დოკუმენტური პროექტისა და ფილმის ავტორი/პროდიუსერი.
კვლევის სფეროები:
მასობრივი კომუნიკაცია, მედიაგანათლება, ვიზუალური თხრობა, საინფორმაციო პოლიტიკა.
ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ:
2022 წ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი აკადემიური პროცესის მიმართულებით;
2021-2024 წწ.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ოთხი მოწვევის წევრი;
2022 წ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის: „ციფრული მედია და ინოვაციები“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი;
2019 წ.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებული; პროექტების მონაწილე;
2017 წ. დღემდე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;
2016 წ. დღემდე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
2015-2021 წწ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2011-2017 წწ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი. მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი; რეგიონული და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონფერენციების ორგანიზატორი, მოდერატორი და წამყვანი.