• dateმაისი 05, 2023
    time11:28 PM

    მეღვინეობის მოკლე კურსი

    მეღვინეობის კურსი საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება კურსზე - “ მეღვინეობა ”.

    მეღვინეობის კურსი განკუთვნილია დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის და თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია, მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.

    ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს „ეთნო ოკამი“ - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია „შუმი“ - სომელიე; შპს „სფრინგ ფილდს“ - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.

    ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 შეხვედრა - 17 საათი.

    მოდულის ღირებულება: 450 ლარი.

     

    I შეხვედრა - ღვინის კლასიფიკაცია

    - სუფრის წყნარი და სპეციალური ღვინოები

    - ადგილწარმოშობის ღვინოები

    - ღვინის კანონი

    შეხვედრის თარიღი/დრო: 31 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)

    შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    II შეხვედრა - კლასიკური ღვინოების ტექნოლოგია

    თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოების დამზადების მეთოდები შეხვედრის თარიღი/დრო: 2 ივნისი, 19:00-21:00 სთ. (2 საათი)

    შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    III შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება (პრაქტიკა)

    - დეგუსტაციისთვის საჭირო გარემო-პირობები და მისი ფორმები - ღვინის შეფასების კრიტერიუმები - ტერმინოლოგია - სენსორიკის გაუმჯობესების პრაქტიკული სავარჯიშოები

    შეხვედრის თარიღი/დრო: 7 ივნისი, 19:00- 22:00 სთ. (3 საათი)

    შეხვედრის ადგილი: სადეგუსტაციო ოთახი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    IV შეხვედრა - ღვინის არომატები და ზადები - არომატების წარმომქმნელი ნივთიერებები და მათი გარდაქმნა - დაავადების პრევენცია და გამოსწორების ხერხები

    შეხვედრის თარიღი/დრო: 9 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი) შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    V შეხვედრა - ღვინისა და კერძის შეხამება (პრაქტიკა)

    - პოზიტიური და რისკიანი შეხამებები

    - ადგილობრივი კერძები და ღვინო

    - ღვინისა და წყლის შეხამება

    შეხვედრის თარიღი/დრო: 14 ივნისი, 19:00-22:00 სთ. (3 საათი)

    შეხვედრის ადგილი: 8000 მოსავალი - ღვინის მაღაზიათა ქსელი და სადეგუსტაციო სივრცე (ღვინის დეგუსტაცია და წასახემსებელი)

     

    VI შეხვედრა - სერვირება და ღვინის მარკეტინგი (პრაქტიკა)

    - ღვინის შერჩევა

    - ღვინი შენახვის სწორი პირობები

    - ფასის და ხარისხის შესაბამისობა

    შეხვედრის თარიღი/დრო: 16 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)

    შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    VII შეხვედრა - მიკროვინიფიკაცია

    - მცირე მარნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა

    - მარნის ჰიგიენა

    - მცირე მარნის დაგეგმვა და მოწყობა

    შეხვედრის თარიღი/დრო: 21 ივნისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი)

    შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2)

     

    ტრენინგის დეტალები:

    თარიღები: 31 მაისი და 2, 7, 9, 14, 16,21 ივნისი;

    სერტიფიკატი: კურსდამთავრებულს გადაეცემა საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/n2bi1TNGxEz6H2yL9 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge

    ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.