ტრენინგი
16 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნიერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, ტრენინგი - ,,ელექტრონულ მონაცემთა ბაზები და ძებნის მექანიზმები” გაიმართა, რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის წარმომადგენელმა მარიკა ჟორჟოლიანმა უხელმძღვანელა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, მიიღეს სრული ინფორმაცია თუ როგორ ხდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინფორმაციის მოძიება. გაეცვნენ, EIFL-ის მიერ შემოთავაზებულ ღია წვდომის ჟურნალების ჩამონათვალს, სადაც პუბლიკაციების უფასოდ/ფასდაკლებით გამოქვეყნებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ასოციაცია „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – EIFL-ის“ მონაწილეთა კონსორციუმის წევრად, შესაბამისად უნივერსიტეტის ფარგლებში, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტის, მკვლევარისა თუ პროფესორისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი ელექტრონული რესურსები:
Cambridge Journals Online (https://www.cambridge.org/core)
e-Duke Journals Scholarly Collection (https://read.dukeupress.edu/)
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books (https://www.elgaronline.com/)
Edward Elgar Publishing Journals (https://www.elgaronline.com/)
European Respiratory Journal (https://erj.ersjournals.com/)
IMechE Journals (https://uk.sagepub.com/en-gb/eur/IMEchE)
Mathematical Sciences Publishers Journals (https://msp.org/)
Openedition Journals (https://www.openedition.org/)
Royal Society Journals Collection (https://royalsociety.org/journals/)
SAGE Journals (https://journals.sagepub.com
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“