• dateმაისი 09, 2017
    time08:00 AM

    ტრენინგ-კურსი თანამშრომლებისთვის

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა,  ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის მიერ ჩატარებული ტრენინგ-კურსი ,,ექსკლუზიური სამოტივაციო ტრენინგი ,,სერვის გოლდ 115“ გაიარეს.

    ტრენინგები ორ ნაკადად - 28-29 აპრილს და 4-5 მაისს ჩატარდა.

    10 მაისს უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, რექტორ კახაბერ კორძაიასთან და ტრენერ - ხათუნა მუზაშვილთან ერთად, თანამშრომლებს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

    აღნიშნული ტრენინგ-კურსი, რომელიც თანამშრომლებში მოტივაციის ამაღლებისკენ იყო მიმართული, უნივერსიტეტის კანცლერის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

    სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ, ხათუნა მუზაშვილის ტრენინგ-ცენტრთან, სამომავლო თანამშრომლობა და მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზება დაიგეგმა.

    სხვა სიახლეები