სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო შეხვედრა გაიმართა

5 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, თამარ ქავთარაძესთან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში დოქტორანტებმა ბიბლიოთეკაში არსებული სამეცნიერო ბაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებზე და საძიებო სისტემების ოპტიმალურად გამოყენების შესაძლებლობებზე, ასევე სამეცნიერო მასალების შერჩევისა და ციტირების ძირითად პრინციპებზე.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ასევე პრაქტიკულად ენახათ სხვადასხვა საძიებო სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობები.
შეხვედრის დასასრულს, დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა ნინო მინდიაშვილმა, მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს დოქტორანტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის, ისაუბრა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობაზე და დოქტორანტებს წარმატებები უსურვა.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 02, 2026
09:00 AM
სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305 აუდიტორია) შედგება, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ სალომე ლიპარტელიანის დისერტაციის საჯარო დაცვა, თემაზე: „რეგულირების გავლენა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ფინანსური ზრდის პერსპექტივაზე“.
ოქტომბერი 02, 2026
08:00 AM
კონკურსის შედეგები
ეკატერინე ყიფიანი - ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა; მარია ვისოლოვსკა - ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ოქტომბერი 01, 2026
08:00 AM
შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“