„ქართული ღვინის გზა“ - პროექტი მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, დარგით დაინტერესებული მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პროფესიული აქტივობა - „ქართული ღვინის გზა“ - გაიმართა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა მომავალი სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციასა და ქართული მეღვინეობის დარგში არსებული აკადემიური და პრაქტიკული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. შემეცნებით ღონისძიებას უძღვებოდა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი, ლაშა ბოდაველი.
ვიზიტის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზას. აბიტურიენტებს მიეწოდათ ინფორმაცია მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დანერგილი ინოვაციების, კვლევითი პროცესებისა და დარგის განვითარების დინამიკის შესახებ.
პროექტის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ კარიერულ პერსპექტივებზე, რომლებსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. მსგავსი ფორმატის აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში დარგის მიმართ აკადემიური ინტერესის გაღვივებასა და გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებას.
სხვა სიახლეები
მაისი 13, 2026
01:00 PM
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა საბაზისო მედიცინა
მაისი 11, 2026
03:00 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა
4-8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფაკულტეტებსა და პროგრამებს, ასევე ენახათ უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა.
მაისი 11, 2026
11:50 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:




