„სტუდფესტი 2025“ - გახსნა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2025-ის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ლისი ლემანსის“ სივრცეში გამართულ აქტივობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 800-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი ესწრებოდა, ჯამში კი ღონისძიებაში 30-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
ესტივალის გახსნისა და მიმდინარე დღეებში, აღსანიშნავია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატება გუნდურ თუ ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში:
- შაში (გოგონები) - მარიამ ამაღლობელი, I ადგილი / თეონა გოგოლაძე, II ადგილი;
- კალათბურთი 3X3 (ვაჟები) - I ადგილი;
- მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები) - ნინი ლიპარტია, I ადგილი;
- კარტინგი - I ადგილი;
- ნარდი (გოგონები) - თამარ ოყუჯავა, II ადგილი;
- დარტსი (გოგონები) - თეონა ჯავახიძე, II ადგილი;
- მკლავჭიდი (ვაჟები) - მურო მურჯიკნელი (60 კგ. მარჯვენა), II ადგილი / საბა სანდროშვილი (90 კგ. მარჯვენა), II ადგილი / ლუკა ფიფია (90 კგ. მარცხენა) III ადგილი;
- მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები) - თორნიკე თარხნიშვილი, II ადგილი;
- ქუჩის ფეხბურთი (ვაჟები) - III ადგილი.
„სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
„სტუდფესტი 2025“ ემსახურება: ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას; ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას; ახალგაზრდებს შორის კულტურული და შემოქმედებითი იდეების გავრცელებას; ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით სტუდენტების პროფესიული და ინტელექტუალური უნარების განვითარებას; ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წარმოსახვის ხელშეწყობას; ერთიანი სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტები შეძლებენ ურთიერთობას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის მიღებას.
ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას. ახალგაზრდული ფესტივალი, გარდა სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებისა, გულშემატკივრის პრიზსაც ითვალისწინებს. „სტუდფესტში“ მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეუძლიათ.
სხვა სიახლეები
აპრილი 24, 2026
01:00 PM
კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა
აპრილი 21, 2026
01:00 PM
პროფესორ მუთლუ არათს CIU-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
მედიცინის სფეროში გამორჩეული მიღწევების, ჰემატოლოგიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში სამაგალითო ლიდერობის, კლინიკურ მეცნიერებასა და სამედიცინო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, უნივერსიტეტისადმი გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერის, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების წახალისებისა და აკადემიური საზოგადოების პროგრესისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულების დასტურად, 20 აპრილს, პროფესორ მუთლუ არათს (თურქეთი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აპრილი 21, 2026
10:00 AM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს საგრანტო კონკურსს - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“.











































































