სტუდენტების შემოქმედებითი საღამო - პოეზია უპირველეს ყოვლისა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, საკონფერენციო დარბაზში - სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების შემოქმედებითი საღამო, დევიზით - ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - გაიმართა.
საღამო კსუ-ს სტუდენტმა და ინტელექტკლუბის დამფუძნებელმა - ბაკურ ხუბულავამ გახსნა, მან წამყვანის ამპლუით შეკრებილ საზოგადოებას, რამდენიმე ლექსიც შესთავაზა/გააცნო.
ღონისძიებაში ჯემალ შანიძემ, ნათია ხუნაშვილმა, გიორგი მერლანმა, გიორგი ჩაჩხიანმა, გიორგი უძულაურმა, ლაშა მიჩიტაშვილმა და ანი კენჭაძემ - დამსწრე საზოგადოებას როგორც საკუთარი, ასევე ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაუკითხეს.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ში შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები სისტემატურად ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
პოეზიის საღამო, ამჯერად, კსუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.