შეხვედრა: პლაგიატის პრევენცია და ხელოვნური ინტელექტი
19 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთმიმართებას მიეძღვნა. ბიბლიოთეკისა და დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარებულმა ღონისძიებამ - „პლაგიატის პრევენცია და ხელოვნური ინტელექტი“ - ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, დოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.
შეხვედრა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სპეციალისტის, მაია მეტრეველის ტრენინგით დაიწყო. მომხსენებელმა, რომელსაც სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების პრაქტიკული გზები გაუზიარა. საუბარი შეეხო იმ ზღვარს, რომელიც AI-ს დახმარებასა და აკადემიურ გადაცდომას შორის გადის. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ აღიქვამენ დეტექტორები გენერირებულ ტექსტებს, რა პოზიცია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხზე და როგორ უნდა დამოწმდეს AI-სთან მუშაობა ციტირების სხვადასხვა სტილში.
საინფორმაციო შეხვედრის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმნენ და განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ღონისძიების მოდერატორმა, თამარ ქავთარაძემ და დოქტორანტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო მინდიაშვილმა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო კრეატიული კონკურსის - „შენი ხმა, შენი იდეა“ - გამარჯვებულების დაჯილდოებას. კონკურსმა აჩვენა, რომ სტუდენტები ღრმად აცნობიერებენ აკადემიური ეთიკის მნიშვნელობას და მზად არიან, საკუთარი შემოქმედებით ხელი შეუწყონ ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
ჟიურის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრების ავტორებად დასახელდნენ:
ვიდეო ნამუშევარი: კატეგორიაში, სადაც პლაგიატის პრევენცია შემოქმედებითი ვიზუალით იყო გადმოცემული, გამარჯვება მოიპოვა ლიზი ფსუტურმა;
სლოგანი და პოსტერი: კრეატიული ხედვით, საინტერესო დიზაინითა და ეფექტური გზავნილით საუკეთესოდ დასახელდა ელენე შანშიაშვილი;
ესსე: აკადემიური კეთილსინდისიერების როლის სიღრმისეული ანალიზისა და გააზრებული არგუმენტაციისთვის გამარჯვებულის ტიტული მარიამ ტაბატაძეს ერგო.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ივლისი 31, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.
ივლისი 31, 2026
01:00 PM
CIU-ს წარმომადგენლები ლა რიოხას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო Staff Week-ზე
13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.
ივლისი 31, 2026
12:00 PM
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.




