• dateმარტი 23, 2024
    time02:30 PM

    სტუდენტების შერჩევა Cannes Lions-ის საერთაშორისო ფესტივალისთვის

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური გუნდების შესაქმნელად, კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალისთვის (Cannes Lions International Festival of Creativity).

    აღნიშნული ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან მთელი მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან. კანის ლომების ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს მის მფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები (30 წელს ქვემოთ) უმტკიცებენ ერთმანეთს სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში.

    Canes Lions-ის ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, წელს კი მეცხრედ იმართება.

    შესარჩევი კონკურსი ტარდება 6 კატეგორიაში (ინგლისურ ენაზე): დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, დიზაინი და პიარი.

    საქართველოში ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თიბისი, ალდაგი, გალფი, Smartsoft, aPeople.

    კონკურსის ეტაპები:

    გუნდი უნდა შედგებოდეს 2 წევრისგან. აუცილებელია გუნდის ორივე წევრი იყოს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი). აუცილებელია, მონაწილემ საკომუნიკაციო დონეზე იცოდეს ინგლისური ენა და იყოს 30 წელს ქვემოთ, 1993 წლის 21 ივნისის შემდეგ დაბადებული.

    I ეტაპი - შიდასაუნივერსიტეტო შერჩევა

    • გუნდი შეირჩევა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის წესით;
    • შესარჩევი კონკურსისთვის რეგისტრაცია დასრულდება 27 მარტს, 12:00 საათზე;
    • 27 მარტს, 16:00 საათზე, დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ დავალებას;
    • 29 მარტს გამოვლინდება გამარჯვებული;
    • საკონკურსო დავალების შეფასების მთავარი კრიტერიუმებია: კრეატიულობა, შემოქმედებითობა, იდეის ორიგინალური შეთავაზება.
    • კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება ერთი გუნდის შერჩევა.

    შიდასაუნივერსიტეტო კონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/lsGS2

    II ეტაპი - ეროვნული კონკურსი

    ეროვნულ კონკურსზე მონაწილეობას მიიღებს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსზე შერჩეული გუნდი, რომელიც იბრძოლებს Cannes Lions International Festival-ში მონაწილეობისთვის.

    ეროვნულ კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 31 მარტი.

    ეროვნული კონკურსი დაიწყება 12 აპრილს, ხოლო გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან 20 აპრილს. თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოვების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, სადაც კონკურსანტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, გამარჯვებული გუნდი კი გაემგზავრება კანში.

    III ეტაპი - კონკურსის ფინალი ქ. კანში (საფრანგეთი) - 17-21 ივნისი.

    ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს 70-მდე ქვეყნის გუნდი/გუნდები.

     

    სხვა სიახლეები