საჯარო ლექცია ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებზე
17 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისა და აკადემიური წრეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სწრაფად პროგრესირებად მიმართულებას - ბიოფიზიკასა და მის უახლეს კვლევით ტენდენციებს.
ღონისძიების მომხსენებელი მედიცინის დოქტორი, მანანა კუცია გახლდათ. ლექციის ფარგლებში სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ბიოფიზიკის გადამწყვეტ როლზე თანამედროვე მედიცინაში. მან დეტალურად განიხილა, თუ როგორ ეხმარება ფიზიკის, ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სინთეზი მეცნიერებს მოლეკულური პროცესების უკეთ გააზრებაში. საუბარი შეეხო ინოვაციურ მეთოდებსაც, რომლებიც საფუძვლად ედება ახალი თერაპიული მიდგომების შემუშავებასა და დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე და მიეღოთ ამომწურავი პასუხები უშუალოდ პრაქტიკოსი მკვლევრისგან.
სხვა სიახლეები
აპრილი 21, 2026
01:00 PM
პროფესორ მუთლუ არათს CIU-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
მედიცინის სფეროში გამორჩეული მიღწევების, ჰემატოლოგიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში სამაგალითო ლიდერობის, კლინიკურ მეცნიერებასა და სამედიცინო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, უნივერსიტეტისადმი გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერის, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების წახალისებისა და აკადემიური საზოგადოების პროგრესისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულების დასტურად, 20 აპრილს, პროფესორ მუთლუ არათს (თურქეთი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აპრილი 21, 2026
10:00 AM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს საგრანტო კონკურსს - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“.
აპრილი 20, 2026
01:00 PM
CIU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები - მაგდა ეკალაძე და ანასტასია კონცელიძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას სამხრეთ კორეაში, ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში აგრძელებენ.




