საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სამართლებრივი ქრონიკები“

7 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სამართლებრივი ქრონიკები“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიეძღვნა.
გამართულ შეხვედრაზე თორნიკე ჭეიშვილმა ისტორიულ-სამართლებრივ ჭრილში მიმოიხილა ის ძირითადი იურიდიული დოკუმენტები, პრინციპები და განვითარების ეტაპები, რომელთა საფუძველზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა.
სხვა სიახლეები
აგვისტო 14, 2026
11:00 AM
რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“
4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: