საჯარო ლექცია - დამოუკიდებელი საქართველო და მისი მომავალი

24 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იურისტი - ვაჟა აბაკელია შეხვდა.
შეხვედრის თემა „დამოუკიდებელი საქართველო და მისი მომავალი“ იყო.
მომხსენებელმა დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდზე გაამახვილა ყურადღება.
სამართალი, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, გენდერული საკითხები, განათლება, კულტურა - ეს ის საკითხებია, რაზეც ვაჟა აბაკელიამ საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმოხილვის დროს ისაუბრა.
აბაკელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 05, 2026
12:56 PM
CIU-ს სტუდენტები თურქეთში, ტროას მუზეუმსა და არქეოლოგიურ ძეგლს ეწვივნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა და ამავე პროგრამის სტუდენტებმა #CIUGRANTS-ის ფარგლებში თურქეთში, ქალაქ ჩანაქალეში, ტროას მუზეუმი და არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს.
ნოემბერი 05, 2026
08:57 AM
CIU-მ Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა
2-3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის - Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) - ფარგლებში ორდღიანი საკონსულტაციო ვიზიტი გაიმართა.
ნოემბერი 05, 2026
08:20 AM
გაცვლითი პროგრამა ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში (ტაშკენტი, უზბეკეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტაშკენტის სახელმწიფო იურიდიულ უნივერსიტეტში.