კსუ-ს მაგისტრანტი საბა ქიტიაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტი საბა ქიტიაშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა.
მაგისტრანტმა, კსუ-ს სასწავლო კურსის ,,ღვინის დეგუსტაციის საფუძვლები“ დასრულების შემდგომ, საგნის ხელმძღვანელის - თამარ გურგენაშვილის რეკომენდაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ტრენინგები გაიარა და რამდენიმე ეტაპად ჩატარებულ გამოცდაში მაღალი შედეგები დაიმსახურა.
გამოცდის პირველი ნაწილი ჯგუფურად მსჯელობას გულისხმობდა, ხოლო მეორე ნაწილი, 15 ღვინის ინდივიდუალური დეგუსტაციისა და შეფასებისგან შედგებოდა.
საბა ქიტიაშვილი, სწავლის პარალელურად, ღვინის კომპანია ,,შუმის“ სომელიე გახლავთ. როგორც თავად მაგისტრანტი ამბობს, სადეგუსტაციო კომისიის წევრობა, მისთვის დიდი გამოცდილება და კარიერული გამოწვევაა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრანტს ულოცავს ამ დიდ მიღწევას!
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.