• dateოქტომბერი 01, 2026
    time08:00 AM

    საჯარო შეხვედრა სკანდინავიური ღვინის თემატიკაზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც შვედეთის მეღვინეობის განვითარებასა და ინდუსტრიის პერსპექტივებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა ტოკაის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მკვლევარი, შვედური ბუნებისა და ბაღების შესახებ გამოცემების ფრილანსერი ავტორი კარლ-იოჰან ფაბო. 

    ლექციაზე, სახელწოდებით „სკანდინავიური ღვინოები: დროებითი ტრენდი თუ მომავლის ინდუსტრია? - შვედეთის ახალი მეღვინეობის სექტორი“, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ჩრდილოეთ ევროპაში მევენახეობის განვითარების ტენდენციებზე, კლიმატურ გამოწვევებსა და იმ პოტენციალზე, რაც შვედურ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების საშუალებას აძლევს.

    შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ დეგუსტაციაში და უშუალოდ დაეგემოვნებინათ შვედური ღვინოები.

    სხვა სიახლეები